სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1-ელ ივლისს ქუთაისში მზიანი დღე და +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ქარი.

ფოთში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში უმეტესად მზიანი დღე და +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

მესტიაში დღისით წვიმა და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე იწვიმებს ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

უმეტესად მზიანი დღე იქნება ჭიათურაში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ახალციხეშიც, სადაც დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს.

+30 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

გორში უმეტესად ნალექიანი დღე და +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში იწვიმებს, დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +19 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, დღე უნალექოდ ჩაივლის, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში წვიმა და +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა. ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე და +32 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ქარი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. იქროლებს ძლიერი ქარი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100