სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საბერძნეთში ნაციონალური გელერეადან დაკარგული პიკასოსა და მონდრიანის ნახატები იპოვეს

საბერძნეთის პოლიციამ 2012 წელს ნაციონალური გალერადან დაკარგული პაბლო პიკასოსა და პიტ მონდრიანის ნახატები იპოვა. ამის შესახებ Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, დაკავებულია 49 წლის ბერძენი კაცი, რომელის ქვეყნიდან ნახატების გატანას ცდილობდა. მისი მიზანი იყო „შავ ბაზარზე“ ნახატების გაყიდვა.

პიკასოს ნახატი „ქალის თავი“და მონდრიანის „ქარის წისქვილი“ ნაციონალური გალერეიდან მის კაპიტალურ რემონტზე დახურვამდე ერთი დღით ადრე 2012 წლის იანვარში მოიპარეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100