სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 ივნისს ქუთაისში წვიმა და +30 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

მესტიაში დღისით წვიმა და +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე იწვიმებს ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება ჭიათურაში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ახალციხეშიც, სადაც დღისით +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს.

+34 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

გორში უნალექო დღე და +36 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +24 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე, ღამე კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +39 გრადუსი იქნება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში სიცხე და +36 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში დღისით ჰაერი +37 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +36 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით ჰაერი +39 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ქარი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +38 გრადუსს მიაღწევს, ღრუბლიანი იქნება დღე, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100