სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნის ბრალდებით, ბიძა დააკავეს

არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში 1975 წელს დაბადებული დ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებასა და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა“ - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100