სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ უბედურების არც ერთ შემსრულებელს სინდისი არ აწუხებს - ჯაფარიძე

ამ გაჭირვებაში, ამ ყინვაში, წინასაახალწლოდ ტოვებენ ქუჩაში და ამას ამართლებენ იმით რომ ეს ტერიტორია "საერთო საკუთრებაა", სახელმწიფოსია, და მათი იქ ცხოვრებით ჩვენი "საერთო ინტერესი" ზიანდება, - ასე გამოეხმაურა "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟს.

როგორც ჯაფარიძე Facebook-ზე წერს, ამ უბედურების არც ერთ უშუალო შემსრულებელს სინდისი არ აწუხებს.

"სიმწრით აშენებულ სახლებს უნგრევენ ღატაკ ადამიანებს, რომლებმაც რაღაცნაირად მოახერხეს და მთავრობის "დახმარების" გარეშე, ტრიალ მინდორზე საკუთარი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ადგილი მოიწყვეს. ამ გაჭირვებაში, ამ ყინვაში, წინასაახალწლოდ ტოვებენ ქუჩაში და ამას ამართლებენ იმით რომ ეს ტერიტორია "საერთო საკუთრებაა", სახელმწიფოსია, და მათი იქ ცხოვრებით ჩვენი "საერთო ინტერესი" ზიანდება. ჩვენი სახელით აკეთებენ ამ არაადამიანობას, ჩვენზე ზრუნვის მოტივით და ამ უბედურების არც ერთ უშუალო შემსრულებელს სინდისი არ აწუხებს ამ ადამიანების ტრაგედიის შემყურეს. მეტიც, ალბათ სჯერათ რომ კარგ საქმეს აკეთებენ, კანონს ასრულებენ", - წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დღეს დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100