სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრიმინალური წარსულის მქონე პოლიტიკოსებს არ მივცემთ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას - კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი, კახა კალაძე, საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ავრცელებს განცხადებას.

მისი თქმით, წარსულში კრიმინალური წარსულის მქონე პოლიტიკურ ძალებს არ მისცმენ უფლებას შემოიტანონ არეულობა.

ასევე, კალაძემ აღნიშნა, რომ კანონის დამრღვევ ყველა პირს მოეთხოვება პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით.

"მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, არავის და მით უმეტეს, კრიმინალური წარსულის მქონე პოლიტიკურ ძალებს არ მივცემთ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას. კანონის დამრღვევ ყველა პირს მოეთხოვება პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით.

მადლობას ვუხდით საარჩევნო ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოთმინებისთვის, რომელსაც ისინი ამ დღეების განმავლობაში იჩენენ.

ყველა, ვინც შეეცდება პოლიციელის თუ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლის ღირსების ხელყოფას, უმკაცრეს პასუხს მიიღებს."- აცხადებს კალაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100