სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იტალიაში ხვალიდან "კომენდატის საათი" ამოქმედდება

იტალიის მთავრობამ კორონავირუსით ინფიცირებულთა მკვეთრი რაოდენობის ზრდის გამო შეზღუდვების დაწესება გადაწყვიტა. მათ შორის არის ე.წ. კომენდატის საათი, რომელიც ხვალ საღამოს 22 საათიდან ამოქმედდება.

იტალიის მოქალაქეები ხვალ საღამოდან გარეთ გასვლას, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეძლებენ.

გარდა ამისა, ქვეყანაში შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე სავაჭრო ცენტრები, მუზეუმები და გამოფენები შეწყვეტენ მუშაობას. სკოლის უფროსი კლასები, ისევე როგორც ლიცეუმები და უნივერსიტეტები მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ. შეზღუდვები ეხება სატრანსპორტო საშუალებებსაც, რომლებიც 50%-ით იმუშავებს. პირბადეების ტარება სკოლის დაბალ კლასებშიც აუცილებელია, მათ შორის გაკვეთილების დროსაც კი.

ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 760 ათასი ადამიანი დაინფიცირდა და 39,5 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100