სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ ახლა ივანიშვილს პასუხი არ გავეცით, საქართველო, როგორც ქვეყანა, წყვეტს არსებობას - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა Facebook-ით გავრცელებულ მიმართვაში ახალგაზრდებს თავისუფალი საქართველოსა და არჩევნების შედეგებისათვის სამართლიანი ბრძოლისკენ მოუწოდა.

"ივანიშვილს აწყობს ეს ნარატივი - ქართველი ხალხი გაიყიდა, აიღეს 50 ლარიანები და როგორც ყოველთვის ხმა მისცეს და გაყიდე თავისი მომავალი. მაგრამ ეს ასე არ არის, ქართველმა ხალხმა გუშინ აბსოლუტური უმრავლესობით უთხრა უარი ივანიშვილს მერე ივანიშივლმა აიღო და უბრალოდ, ბანალურად მოიპარა თქვენი გამარჯვება, გადაწერა ოქმები. მე მინდა ვუთხრა ქართველ ახალგაზრობას, საერთოდ არაფერი არ მინდა ჩემთვის, თქვენ თავისუფალ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება თუ აღარ გინდათ საქართველო იყოს თქვენი სამშობლო? თუ ახლა ამ კითხვას პასუხი არ გავეცით, თუ ახლა ივანიშვილს პასუხი არ გავეცით, მთელი სიმკაცრით საქართველო როგორც ქვეყანა და თქვენი სამშობლო წყვეტს არსებობას." - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო დარღვევებსაც გამოეხმაურა და გუშინ ღამე ამომრჩეველს მასობრივი მობილიზაციისკენაც მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16:00 საათზე რუსთაველზე აქციაა დაგეგმილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100