სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარნეულში ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეს მარნეულში, სოფელ მარადისში ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ინფიცირებულს საზღვრის კვეთის ისტორია არ აქვს და ამ წუთებში კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს .

„სოფელში დაახლოებით 40 ოჯახია, ინფიცირების წყარო ამ წუთისთვის დადგენილი არ არის. ქალს საზღვრის გადმოკვეთის ისტორია არ აქვს, ფაქტი დღეს დადასტურდა და დადასტურების წუთიდან ყველა უწყება ჩართული ვართ და ყველა კავშირს ვიკვლევთ“, - აღნიშნა რეხვიაშვილმა.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.

საქართველოში კორონავირუსი 230 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100