სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

COVID 19-ის გავრცელების საფრთხე ქვეყნის მასშტაბით - ნახეთ, რა დახურაეს ვირუსის გამო და რა სახის პრეტენზია გამოიწვია საზოგადოებაში ამან

რეგიონებში ფოთის ბაზარი თითქმის ერთადერთია, რომელიც კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის გამო ამ დრომდე არ დაკეტილა. მყიდველები ბაზარში დეზინფექციის ჩატარების შემდეგ ცალ-ცალკე შედიან. ფული კი, რომლითაც მომხმარებელი პროდუქტს ყიდულობს, სპეციალურ ხსნარში დამუშავების შემდეგ დამატებით უთოვდება.

დღეს დილით დაიკეტა ზუგდიდისა და სენაკის აგრარული ბაზრები. მიზეზი აქაც ახალი ვირუსის გავრცელების საფრთხეების პრევენცია გახდა. გავრცელებული ინფორმაციით ადგილობრივები ამბობენ, რომ ბაზრის დაკეტვის გადაწყვეტილება მათ გვიან შეატყობინეს.

უკვე დაკეტილია ბაზრები თელავსა და გურჯაანშიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ აგრარული ბაზრის დაკეტვის გამო ისედაც მალფუჭებადი პროდუქტის გაყიდვა ვეღარ მოახერხეს. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ბაზრების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ბაზრების გაჩერებასთან დაკავშირებით გლეხებს ინფორმაცია ორი დღით ადრე ჰქონდათ.

მთავარი მიზეზი, რის გამოც რეგიონებში აგრარული ბაზრები იხურება, ახალი ვირუსის გავრცელებისგან დაცვის პრევენციაა. ასეთ ადგილებში პრობლემას წარმოადგენს სოციალური დისტანციაც, რაც ვირუსისგან თავის დაცვის მთავარი რეკომენდაციაა.

წყარო: რუსთავი2

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100