სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლატვიაში პრორუსულმა პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა

ლატვიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ყველაზე მეტი ხმა ერგო პარტიას, რომელსაც რუსულენოვანი უმცირესობა ემხრობა. მას, „თანხმობის ცენტრს“, ერგო ხმების 28,5 პროცენტი. მეორე ადგილზეა ხმების 20,5 პროცენტით პარტია, რომელიც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დააარსა ყოფილმა პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსმა. მას 18 პროცენტით მოჰყვება პრემიერ-მინისტრ ვალდის დომბროვსკის პარტია. ჯერ არ არის ნათელი, შეძლებს თუ არა „თანხმობის ცენტრი“ პარტნიორების პოვნას ახალი კოალიციური მთავრობის შესაქმნელად. ცნობების თანახმად, სავარაუდოდ, მეორე და მესამე ადგილზე გასული პარტიები დაიწყებენ ერთმანეთთან მოლაპარაკებას კოალიციის შექმნის საკითხზე. ვადამდელი არჩევნები ლატვიაში მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც წინა მოწვევის პარლამენტი დაითხოვეს კორუფციის სკანდალის გამო. ოფიციალური ინფორმაციით, შაბათის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ელექტორატის 56-მდე პროცენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100