სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ ხუბუტიას ვაჟი მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს

"რუსეთში ქართველთა კავშირის" თავმჯდომარის, ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას 26 წლის ვაჟი ნიკოლოზ ხუბუტია მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს. რუსული მედიის ინფორმაციით, 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავში აქვს მიყენებული. მისი ცხედარი ბინაში იპოვეს, სადაც კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი.

მიხეილ ხუბუტია შემთხვევის დროს უმცროს შვილთან ერთად სენ-ტროპეზე იმყოფებოდა. სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100