რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მონაწილეები, ქვეყნის უმაღლესი პირებისგან თანამდებობის დატოვებას ითხოვენ

„ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ“ - ამ ლოზუნგით აქცია ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე იწყება.


პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანში” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართება. პარლამენტის წინ იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

კომენტარი