"შუაღამისას ლედი, მხოლოდ შენ და მე" - პინგვინების სასიყვარულო ისტორიები და 25 აპრილი, მათი საერთაშორისო დღე

პინგვინები ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფრინველები არიან მსოფლიოში, მათ ისეთივე ძვირფასი ხასიათი აქვთ, როგორებიც თავად არიან. 25 აპრილი პინგვინების საერთაშორისო დღეა.

25 აპრილს ადელის პინგვინები (სახეობა, რომლებიც 1940 წელს აღმოაჩინეს) ჩრდილოეთიდან ანტარქტიდაზე ბრუნდებიან. მიგრაციის პროცესი კი შემოდგომაზე იწყება.

სიჩუმე და მყუდროება პინგვინების კოლონიისთვის უცხოა. ისინი სხვადასხვაგვარ ხმას გამოსცემენ. მათთვის მხედველობაზე უფრო მეტად სასმენი ორგანოებია მნიშვნელოვანი.

საოცარი სითბოს და სიყვარულის უნარით გამოირჩევა ფრინველთა ეს სახეობა. აღსაღნიშნავია საიმპერატორო პინგვინები, მათი უზარმაზარი ტანისა და დიდი წონის გამო დამცველი ქონის ფერის მიუხედავად, საიმპერატორო პინგვინები უწოდეს.

პინგვინების დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 20 იანვარს პინგვინების შესახებ ცოდნის ამაღლების დღეა, ხოლო 25 აპრილს - პინგვინების საერთაშორისო დღე. თუმცა არაა აუცილებელი 25 აპრილს დაელოდოთ, პინგვინებს ჩვენი სიყვარული ყოველდღე სჭირდებათ, რათქმა უნდა გარემოზე ზრუნვით.

კომენტარი