ბათუმში სანაპიროსთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს - არდაცვლილთან ერთად კიდევ ერთი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა

ბათუმში, თამარის დასახლებაში სანაპიროსთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გარდაცვლილთან ერთად კიდევ ერთი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღნიშნება. ფაქტზე უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რაც შეეხება უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს, ის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

კომენტარი