"რა გინების კორიანტელია ჩემიდედა–შენიდედას მონაწილეობით ამ შუაგულ მარხვაში" - ასე ეხმაურება ირინა სარიშვილი რუსთავი 2-თან მომხდარ ინციდენტს

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი რუსთავი 2-ის ეზოში მომხდარ თავდასხმას ჟურნალისტებზე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ხოხო რა გინების კორიანტელია ჩემიდედა–შენიდედას მონაწილეობით ამ შუაგულ მარხვაში ღრმადმორწმუნეებისგან! აზრიც არა აქვს ამ თემაზე ვინმესთან კამათს. როცა სერიოზულად გგონია რომ ღმერთისთვის მნიშვნელობა აქვს მარხვაში სოიოს ყველს შეჭამ თუ ცხვრისას, შეურაცხყოფის აღქმა ან საერთოდ გარკვევა, რა არის შეურაცხყოფა, ძაან მაღალი ლეველია შენთვის! მანამდე ბევრი უნდა იმეცადინო ქრისტეს "დამცველო" - წერს ირინა ფეისბუქზე.

კომენტარი