ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მამამ შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მამამ შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი ცოლი დაჭრა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.

მეუღლის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.

კომენტარი