„რას გვასწავლის ვიდეო, სადაც ჩანს რომ ბავშვს სიგარეტის მოწევას აიძულებენ“?

კვაკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის (itv.ge, presa.ge, droni.ge, sportline.ge, fashionline.ge) დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე:

„სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც ჩანს რომ 3 წლის ბავშვს, ფაქტობრივად, სიგარეტის მოწევას აიძულებენ, უკვე იქცა გაოგნების, გაკვირვებისა და აღშფოთების საგნად.

წარმოიდგინეთ რომ მსგავსი ვიდეოები თითქმის ყოველ წელს გვხვდებოდა „ფეისბუქსა“ თუ „იუთუბიზე“, მაგრამ საზოგადოების მხრიდან ასეთი მძაფრი და ადეკვატური რეაქცია არ მოჰყოლია.

მეტიც, საერთოდ არ იქცევდა სამართალდამცველების ყურადღებას.

რა ხდება დღეს?

ხდება ის რომ მედიისა და საზოგადოების წარმომადგენელთა უწყვეტმა „შეძახილებმა“ გაახმო „მანკიერი ხე“, რომელიც ასეთ ძალადობრივ ვიდეოებს, ფოტოებს ისხამდა.

ხდება ის რომ დღეს საზოგადოება გაცილებით წინაა, ვიდრე შარშან ან შარშანწინ. ყოველ შემთხვევაში, არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ამბებზე სწრაფი რეაქციის კუთხით მაინც.

ვიზრდებით და ეს უკვე კარგია, რაც მომავალში აუცილებლად გახდება მსგავსი ფაქტების პრევენციის საფუძველი.

ეს კი იმას ნიშნავს რომ ვშორდებით "გრუზიას" და ვუახლოვდებით ევროპას“.

კომენტარი