ამერიკაში ცნობილი მსახიობი დააპატიმრეს, რომელმაც მოხუც ქალს მატარებლის რელსებში ჩაგდების მიზნით ხელი ჰკრა

35 წლის მსახიობი, რომელიც მონაწილეობას იღებდა Off-Broadway Show-ში, პოლიციამ დააკავა ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. კეირი კილიმ 57 წლის ლეონორ გონსალესს მეტროში ხელი მაშინ ჰკრა, როდესაც მატარებელი ბაქანს უახლოვდებოდა. როგრც გაირკვა, კილის დაშავებულის ლიანდაგზე ჩაგდება განზრახ სურდა. დაზარალებულის თქმით, მატარებლის მოახლოებისას ზურგზე ძლიერი დარტყმა იგრძნო. საბედნიეროდ, ქალმა თავი შეიკავა და რელსებზე გადავარდნას გადაურჩა.

კეირი პოლიციამ მეტროს სადგურშივე აიყვანა. თავიდან მსახიობი უარყოფდა მკვლელობის მცდელობის ფაქტს, აცხადებდა, რომ შემთხვევით დაეჯახა ქალს და შემდეგ მისი მიხმარებაც კი სცადა, თუმცა შემდეგ გამოტყდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ქმედება გაუაზრებლად ჩაიდინა.

გამომდინარე იქიდან, რომ მეტრო სადგურში სათვალთვალო კამერები არ იყო დამონტაჟებული, დაკითხვაზე გამოიძახეს მატარებლის მძღოლი, რათა მომხდარის შესახებ უფრო მეტი დეტალი გახდეს ცნობილი.

კომენტარი