სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-ის შვეულმფრენში დაღუპულ ჯარისკაცთა ცხედრები იდენტიფიცირებულია

ავღანეთის პროვინცია ვარდაკში დაღუპული 30 ამერიკელი ჯარისკაცის ცხედარი იდენტიფიცირებულია.

პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ასევე გარკვეულია ვერტმფრენში მყოფი, ამერიკელებთან ერთად დაღუპული რვა ავღანელიდან ორის ვინაობა. მათი ცხედრები იდენტიფიკაციის პროცესის საბოლოოდ დასრულების შემდეგ სამშობლოში გადაიგზავნება.

შეგახსენებთ, რომ აშშ–ის სამხედრო–საჰაერო ძალების კუთვნილი ვერტმფრენი, რომლის ბორტზე აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების ელიტური ქვედანაყოფის ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, თალიბებმა ერთი კვირის წინ ჩამოაგდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100