ეს გოგონა დააფინანსა თავისი გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხით ნანუკა ჟორჟოლიანმა

ნანუკა ჟორჟოლიანმა აი ეს გოგონა დააფინანსა თავისი გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხით. ნახეთ რას წერს ტელეწამყვანი:

ესეც პირველი სტუდენტი, რომელიც გაყიდული ნივთებით დაფინანსდა. ეს მხოლოდ დასაწყისია:) იმედია ბევრის დაფინანსებას მოვახერხებ...

იდეა გამეყიდა ნივთები და დამეფინანსებინა სტუდენტების სწავლა წარმატებული აღმოჩნდა .

პირველი სტუდენტი, რომელიც ამ აქციით ისარგებლებს მარიამ ბეროშვილია.
მარიამი ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში, ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობს. პირველი კურსი წარმატებით დაასრულა . სამწუხაროდ მეორე კურსის ბოლოს მამა გარდაეცვლა . სტრესისა და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო მარიამმა აკადემიური აიღო, მაგრამ მალე მეგობარმა თანხა ასესხა (1100ლარი) და თებერვალში სწავლა გააგრძელა. მეორე კურსიც წარმატებით დახურა და ვალის გასტუმრების მიზნით სამსახური დაიწყო . 7ოქტომბერს მარიამის ძმა ( გიორგი ბეროშვილი , მსოფლიო ჩემპიონი სამჭიდში ) ავარიაში მოჰყვა , სიკვდილს გადაურჩა და ახლა რეაბილიტაციას გადის. მარიამის ხელფასიც და ოჯახის მთლიანი შემოსავალიც გიორგის ხმარდება . ამიტომ მან, საკუთარი სწავლის დაფინანსება ვერ შესძლო. ერთ თვეში ბაკალავს უნდა ამთავრებდეს, მაგრამ მესამე კურსის დაწყების მოლოდინშია. მარიამი სწავლას გაგრძელებს. მას გაყიდული ნივთებით დავუფარავთ ერთი წლის თანხას, 1125 ლარს წარმატებები მარიამ

კომენტარი