მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ბლოგები
ივა­ნიშ­ვი­ლის გვარ­ზე სწორ­დი! სმე­ნა!.. ოც­ნე­ბე­ბი და­ით­ვა-­ლე!.. ნა­ბი­ჯი­ი­ით იარ!...
ახლა კითხულობენ

თიკა ჯამბურიამ აღიარა, როგორი ბიჭები მოწონს  

მარიშკა ჯავახაძე გიგი უგულავას შეხვდა და ნახეთ რას წერს  

ნახეთ რას წერს გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი მისი დასაფლავების შემდეგ  

შორენა ბეგაშვილი: ჩვენ წავედით და ვეცდები იქიდან ინფორმაცია სულ მოგაწოდოთ  

ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტი 150 კუს "ალყაში" აღმოჩნდა  

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

„თეგეტა მოტორსი“ ,,HUNTER”-ის ბრენდის ექსკლუზიური დილერი გახდა საქართველოში 

როგორ შეცვლიან ელექტრომობილები სამყაროს 

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში ფილიალი გახსნა! 
თეა თუთბერიძე: ვერ გპატიობთ ამ ყველაფერს, მიშასთან ბრძოლა გაგიხდათ პრიორიტეტი?
ფოტოს სრულად სანახავად დააკლიკეთ ფოტოზე
დრონი.ჯი
11:57 10.01.2017

ასე ეხმაურება თეა თუთბერიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს:

2008 ან 2009 წელს მაინც, გიგა რომ წასულიყო სააკაშვილის ხელისუფლებიდან, შეექმნა ახალი ლიბერალური ღირებულებების პროდასავლური კარგი პარტია (რისი რესურსიც მას გააჩნდა), ამდგარიყო და დაეწყო კრიტიკა სააკაშვილის ხელისუფლების, დაწყებული რეფორმების შეჩერების და ფასადურ რეფორმებად ქცევიდან, დამთავრებული სასამართლო ხელისუფლების კონტროლით და მოეთხოვა რეფორმების გაგრძელება, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება და უამრავი სხვა რამ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდა სახელმწიფოს მშენებლობისთვის იმ გზაზე, მე დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი არ ვიქნებოდი! სავარაუდოდ ის ნაგავიც დაიწმინდებოდა და ჩაიძირებოდა, მაშინდელ ოპოზიციაში რაც ტივტივებდა და ქვეყნის განვითარებაც გაგრძელდებოდა თანდათან.
მაგრამ ამის ნაცვლად რა გზა აირჩია? სამწუხაროდ ძალიან არასწორი და დამაზიანებელი როგორც საკუთარი თავისთვის და პოლიტიკური კარიერისთვის, ასევე ქვეყნისთვის (გაცნობიერებულად მოხდა ეს, თუ გაუცნობიერებლად, ეს ასეა რეალურად ისევ და ისევ სამწუხაროდ).
თუ თვლიდით მეგობრებო, რომ მიშა დიქტატორად იქცა, აღარ გისმენდათ, თქვენ მოსაზრებებს აღარ იზიარებდა და ა.შ., ამდგარიყავით და დაგეწყოთ პოლიტიკურად სწორი გზით ბრძოლა და არა ზურგს უკან სამარის გათხრა, მისი მოშორებისთვის ბრძოლა ფარულად, ჭორების გავრცელების ხელშეწყობა, თუ გავრცელება, მოსმენები და მისი საუბრების ჩანაწერების გამოგდება-გავრცელება (2010 წლის იმიტირებული ქრონიკის ამბავზე ერთ-ერთი მაგალითად, სააკაშვილი-არველაძის, ასევე არველაძე-წამალაშვილის სატელეფონო საუბრები) და ათასი საზიზღრობა, იმ ადამიანებზე, ვინც მისი ბოლომდე ერთგული რჩებოდა. თუნაც ის, რომ თურმე ახალაიამ სპეცრაზმელები აწამა და მერე მიწაში ჩამარხა და ა.შ. და ა.შ. ამ ჭორების პარტიის შიგნით თუ გარეთ გავრცელება (რა ნაწამები, მკვდრები და ჩამარხულებიც იყვნენ ის სპეცრაზმელები, კარგად გამოჩნდა ე.წ. წამებიდან და დამარხვიდან 2 დღეში ანტალიაში გადაღებულ ფოტოებზე და სასამართლოზე კიდევ).
რაში გჭირდებოდათ მეგობრებო ეს ყველაფერი, ან დღეს რასაც აკეთებთ ეგ რაში გჭირდებათ, ვის ებრძვით, რას ებრძვით, პუტინის ოლიგარქის არაფორმალური მმართველობის გადამკიდე მიშასთან ბრძოლა გაგიხდათ პრიორიტეტი?
ძალიან სირცხვილია მეგობრებო, ძალიან ტეხავს. მსგავი რამეს ვერასოდეს წარმოვიდგენდი თქვენგან. ვერც იმას ვერასოდეს წარმოვიდვენდი ზურგსუკან კი არა, რასაც დღეს ღიად და დაუფარავად ჩადიხართ უკვე. მე თქვენგან ვსწავლობდი, თქვენთან ურთიერთობის პერიოდმა ჩამომიყალიბა სწორი ღირებულებები და პრინციპები მნიშვნელოვანი თემების ირგვლივ, თქვენგან ვწავლობდი დემოკრატიის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ლიბერალური ღირებულებების დანერგვისთვის ბრძოლას და უამრავ რამეს.
ზოგჯერ ძალიან მიჭირს დავწერო რამე, ზოგჯერ თავს ვიკავებ, ზოგჯერ ვეღარც ვიკავებ და საშინლად მოქმედებს ეს ყველაფერი რასაც დღეს ვუყურებ. უჭკუოები რომ ყოფილიყავით და გაუნათლებლები ქართული პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილის მსგავსად, მაშინ არც გასაკვირი იქნებოდა და არც გულდასაწყვეტი, მაგრამ რომ არ ხართ (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა), სწორედ ეგაა მიზეზი, რომ ვერ გპატიობთ ამ ყველაფერს, მაშინ როცა შეიძლებოდა ყველაფერი აბსოლუტურად სხვაგვარად ყოფილიყო!

კომენტარი     ბეჭდვა  

2017-01-10 12:14:31
ამ ფშუტეს ვინ ეკითხება.....

2017-01-10 12:47:50
ეს არის ყ.ექალა

2017-01-10 13:02:12
ზემოთ!ორი OრOყLე!

2017-01-10 13:43:20
ზემოთებს- გეტყობათ კულტურული კაცები რომ ხართ

2017-01-10 16:28:24
შაგეცით

2017-01-11 11:14:40
ტქვენი ზედმეტად კულტურული პიჯის ქიმუოჩანემ

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი