სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საფრანგეთში ბასტილიის აღების დღე აღინიშნება

14 ივლისს საფრანგეთში ბასტილიის აღების დღე აღინიშნება. ბასტილიის შტურმი 1789 წლის 14 ივლისს მნიშვნელოვანი სიმბოლური განვითარება იყო საფრანგეთის რევოლუციაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ბასტილიის ციხეში მხოლოდ შვიდი ტუსაღი იმყოფებოდა, ეს აქტი გახდა მეფის წინააღმდეგ ღია აჯანყების დასაწყისის სულისჩამდგმელი. ამ მოვლენის პირველი წლისთავი აღნიშნული იყო, როგორც Fête de la Fédération (ფედერაციის დღესასწაული).

ამჟამად 14 ივლისი საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულია და მას ასევე "ბასტილიის დღეს" უწოდებენ.

საფრანგეთის რევოლუცია (1789-1799) იყო გარდამტეხი პერიოდი საფრანგეთის, ევროპისა და დასავლეთის ცივილიზაციის ისტორიაში. ამ პერიოდში საფრანგეთში რესპუბლიკანიზმმა შეცვალა აბსოლუტური მონარქია, ხოლო ქვეყნის კათოლიკური ეკლესია იძულებული გახდა, რადიკალური რესტრუქტურიზაცია გაეტარებინა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი რესპუბლიკის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მომდევნო 75 წლის განმავლობაში საფრანგეთი მრავალგზის გადახრილა რესპუბლიკას, იმპერიასა და მონარქიას შორის, ეს რევოლუცია საყოველთაოდ მიღებულია, როგორც გარდამავალი მომენტი დასავლური დემოკრატიის ისტორიაში _ აბსოლუტიზმისა და არისტოკატიის ხანიდან მოქალაქეობრიობის, როგორც დომინანტური პოლიტიკური ძალის, ეპოქაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100