სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას ეუბნება სააკაშვილის პრესსპიკერი გიორგი მარგველაშვილს?

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ავლაბრის რეზიდენციაში 7 ელჩს შეხვდა. აღნისნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში აზრი დააფიქსირა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პრეს სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

„მიხარია, ბატონო პრეზიდენტო, მიხარია პრეზიდენტის სასახლეში რომ შეხვედით, მაგ სასახლის დანიშნულება ეგ იყო- გემუშავათ, ელჩები, მაღალი რანგის სტუმრები მიგეღოთ, დასაჯილდოვებელი დაგეჯილდოვებინათ ..ისიც გამიხარდებოდა მაგ დარბაზში იმ სტუდენტების სია გამოგაცხადებინათ ვის უცხოეთში სწავლასაც დააფიანსებდით და ეს ტრადიციაც ახსოვს მაგ დარბაზს. ისევე როგორც პრეზიდენტები, პრემიერები და უდიდესი მსოფლიო დონის საზოგადო მოღვაწეეები..მანდ არც ფუფუნება და პომპეზურობაა..უბრალოდ პრეზიდენტისტვის შესაფერი სამუშოა პირობებია. თქვენც ხომ დარწმუნდდით... გულწრფელად მიხარია.. გაუბედეთ, გაუბედეთ, ბატონო პრეზიდენტო, მე ხომ თქვენ თავის დროზე თავისუფალ მოაზროვნედ და თავისუფლ მოქალაქედ გიცნობდით“ - წერს სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე

აღსანიშნავი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სხვადასხვა ტიპის ოფიციალური ღონისძიებებისა თუ შეხვედრებისთვის ავლაბრის რეზიდენციის სივრცის გამოყენებას მომავალშიც აპირებს. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეგონა, რომ ცერემონიალური საკითხების განხორციელება''იმ ორ ოთახში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში უკავია, მოხერხდებოდა, თუმცა ასე არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100