მსოფლიოს ყველაზე გამხდარი ქალბატონი (ფოტო,ვიდეო)

23 წლის ქალბატონმა საზოგადოების ყურამდე თავისი შემაძრწუნებელი ისტორია მიიტანა.

23 წლის ლიზი ველასკესი საშინელი დაავადებით იტანჯება, რომლის გამოც სულაც არ გამოიყურება თავისი ასაკის შესაბამისად და მისი ფიზიკური მონაცემები შესაძლოა „საშინლადაც“ კი ჩაითვალოს. როგორც ლიზიმ აღიარა, მას სკოლაში მონსტრს უწოდებდნენ და სრული არარაობასავით ექცეოდნენ.

ამ დროისათვის ვიდეორგოლები, სადაც ველასკესის ისტორიაა მოთხრობილი ინტერნეტჰიტად არის ქცეული და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ლიზი ნებიმსმირ კომიქსიში გამოსახული ყველაზე საშინელ გმირზე ცუდად გამოიყურება. იგი ძალიან გამხდარია და კანი საშინლად ეკვრის ძვლებს. სახეზე კი თვალები საშინლად აქვს დაბერილი. ლიზის დამოუკიდებლად გადაადგილებაც უჭირს.

მისი დაავადება, რომლის დიაგნოზის დასმა ვერ მოახერხდა, დაკავშირებულია კანქვეშა ცხიმის არარსებობასთან. სწორედ ამიტომ, გოგონა იძულებულია დღეში 60-ჯერ მიირთვას მაღალკაროლიური საკვები.

როგორც ცნობილია, მსგავსი დაავადება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ სამ ადამიანს აღენიშნება. გოგონა კი სულით არ ეცემა მიუხედავად მისი ცხოვრების ტრაგიკულობისა.

„იცით, მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ სხვა ადამიანების მსგავსად არ გამოვიყურები. ჩემი გარეგნობა სრულებით არ ასახავს ჩემი სულის სილამაზეს და ამის დამტკიცების შესაძლებლობა ყოველდღიურად მაქვს“.

კომენტარი