სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არასწორად ჩატარებული აბორტი და ექიმისთვის დაკისრებული ალიმენტი...

ესპანელმა ექიმმა ვერ შეძლო აბორტის ნორმალურად ჩატარება და ქვეყანას ის ბავშვი მოევლინა, რომელზეც საკუთარი დედა უარს ამბობდა. ამის გამო კი მშობელმა ექიმს სასამართლოში უჩივლა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

მაიორკას სასამართლომ კი ექიმი დამნაშავედ აღიარა. აღნიშნული განაჩენის გამო ექიმი იძულებულია დაზარალებულ ქალბატონს ჯარიმა, 15 ათასი ევროს ოდენობით გადაუხადოს.

ეს კი ყველაფერი არ არის. აღნიშნულ თანხასთან ერთად, გინეკოლოგმა ბავშვს ყოველთვიურად ალიმენტი უნდა უხადოს. ეს კი 978 ევროს გულისხმობს. მედიცინის წარმომადგენელს ამ გადასახადის გადახდა მანამდე ევალება, სანამ ბავშვს 26 წელი არ შეუსრულდება.

ცნობილია, რომ ქალბატონი შვილზე უარს ორსულობის მერვე კვირაში ამბობდა. პროცედურა საკმაოდ წარმატებით დასრულდა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ სასურველი შედეგი არ იქნა მიღწეული. სამი თვის შემდეგ იგი კვლავ დაბრუნდა სამედიცინო დაწესებულებაში იმავე მიზნით.

თუმცა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ იგი ორსულობის მეხუთე თვეში იყო და აბორტის გაკეთებაზე უარი უთხრეს. სამედიცინო დაწესებულებამ ქალბატონს პირველ აბორტში გადახდილი თანხის დაბრუნება შესთავაზა და ურჩია ბარსელონაში რომელიმე საავადმყოფოსთვის მიეკითხა, სადაც შესაძლოა დათანხმებოდნენ აბორტის გაკეთებაზე.

ქალბატონმა კი ყოველივეზე უარი თქვა და შედეგად ჯანმრთელი შვილი შეეძინა. ადვოკატმა მას ურჩია სასამართლოსთვის მიეკითხა და ექიმი უპასუხისმგებლობაში დაედანაშაულებინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100