სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უნიკალური ხელსაწყო ქალზე მოძალადე მამაკაცს პირდაპირ... პენისით დაიჭერს

სამხრეთ აფრიკელმა გამომგონებელმა სონეტ ელერსმა შექმნა ხელსაწყო, სახელწოდებით Rapex, სექსუალურ მოძალადეთა წინააღმდეგ. თუკი ქალი გრძნობს გაუპატიურების საფრთხეს, საშოში იდებს ამ Rapex–ს, რომლის პატარა კბილანები ბრჭყალებივით ესობიან მოძალადის ერეგირებულ ასოს.

მორბილებული ასოდან ბრჭყალების მოცილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოპერაციის გზით.

ამის შემდეგ ექიმები მომხდარის შესახებ ატყობინებენ პოლიციას, ისე, როგორც ეს ხდება იარაღით დაჭრის შემთხვევაში. ცხადია, მოძალადე დაპატიმრდება.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამართალდამცავები იძლევიან გაფრთხილებას: არ არის გამორიცხული, გამოგონება გამოყენებულ იქნას ბოროტი განზრახვითაც. მაგალითად, გაუპატიურების ყალბი ბრალდების დროს მან შეიძლება გაართულოს ბრალდებულის მდგომარეობა!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100