მეზობლები დაიღალნენ ფანჯარაში შიშველი წყვილის ყურებით და წერილი მიწერეს, სადაც მამაკაცის პატარა სასქესო ორგანოს აკრიტიკებენ

ბრიტანელი წყვილი კერინ და ჯეინ სტოუნები ძალიან გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც მეზობლებმა კართან უცნაური შინაარსის ხელწერილი დაუტოვეს. წერილს ხელს რამდენიმე მეზობელი აწერდა და მასში ნათქვამი იყო, რომ სამეზობლო დაიღალა ფანჯრიდან შვიშველი წყვილის ყურებით, ისინი იმასაც აღნიშნავდნენ, რომ ჯეინს ძალიან პატარა სასქესო ორგანო ჰქონდა და მის „გამარიაჟებას“ არ ურჩევდნენ. აქვე იყო გაფრთხილება, რომ თუ ფანჯრებზე უფრო მუქი ფერის ფარდას არ ჩამოაფარებდნენ ან ტანსაცმლით არ იმოძრავებდნენ სახლში, ისინი პოლიციას გამოუძახებდნენ.

კერინი და ჯეინი იმდენად აღაშფოთა მეზობლების საქციელმა, რომ აღნიშნული წერილი სოციალურ ქსელში განათავსეს კომენტარით:

„საშნელებაა, რაც მოხდა. ფაქტობრივად, ჩვენ რამდენიმე ადამიანი გვითვალთვალებდა ფანჯრიდან. ჩვენ საკუთარ სახლში, ჩვენს ტერიტორიაზე იმას ვაკეთებდით, რაც გვსურდა, საჯაროდ არაფერი ჩაგვიდენია, არც მათი ფანჯრების წინ დავმდგარვართ განზრახ“.

პოსტმა ერთ ღამეში 10 ათასი მოწონება დააგროვა. წყვილმა კი მეზობლების საპასუხოდ ფანჯრის მინაზე წარწერა გამოაკრა: „გეყოთ სხვის სარკმელში ყურება“.

კომენტარი