მამაკაცი, რომელიც ვერ განიცდის ორგაზმს, ცნობილ ადგილებზე შიშვლად იღებს ფოტოებს (+18)

ბენმა, რომელიც ინსტაგრამზე ცნობილია, როგორც Naked Proffesor (შიშველი პროფესორი), ბრიტანული ტელე არხის დილის გადაცემაში მიიღო მონაწილეობა და მოუყვა საზოგადოებას, თუ რატომ იღებს ფოტოებს შიშველ მდგომარეობაში. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი უამრავი წელია იტანჯება ანორგაზმიით და სექსის დროს კულმინაციას ვერ აღწევს, ფოტოების შიშვლად გადაღება კი ამ კომპლექსის დაძლევაში ეხმარება.

როგორც თავად ბენი აღნიშნავს, პირველი სექსი 18 წლის ასაკში ჰქონდა და თავიდანვე შენიშნა, რომ ანორგაზმია სჭირდა. ამის შემდეგ მან დაიწყო ექიმებთან სიარული, ჩარია ფსიქოლოგები, ცდილობდა ჰიპნოზის საშუალებით ემკურნალა, თუმცა არაფერმა გაჭრა. ამის შემდეგ დაეწყო კომპლექსი და ვერ ეგუებოდა საკუთარ თავსა და სხეულს. ცოტა ხნის წინ კი მიაგნო ერთ უწყინარ მეთოდს, რომელიც ეხმარება სტრესის მოხსნაში - სოციალურ ქსელში თავისი შიშველი ფოტოების განთავსებითა და გამოხმაურებებით მან ნელ-ნელა შეიყვარა თავისი სხეული. ბენი ცნობილ ადგილებში იღებს ფოტოს და ძალიან ესთეტიურ შინაარსს ქმნის.

„ვიგრძენი თავისუფლება, რაც ჩემს სულიერ სამყაროს ეხმარება. მგონია, რომ ის პრობლემები და სირთულეები, რაც ადამიანს ცხოვრებაში ხვდება, განუყოფელი ნაწილია მომავალი წარმატების. მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიური გამოხმაურებებისთვის მზად ვიყავი, არასდროს შეხვედრია საზოგადოება ჩემს ფოტოებს უარყოფითად. თუ ვინმე ამას ცუდი მხრიდან დაინახავს, ეს ძალიან ნორმალური იქნება, რადგან ყველას აქვს საკუთარი აზრის ქონის უფლება“ - აღნიშნა ბენმა ჟურნალისტებთან.

კომენტარი