ურთულესი ოპერაცია - სიამის ტყუპები ერთმანეთს დააცილეს, თუმცა მათგან მხოლოდ ერთის გადარჩენა მოხერხდა

ინდოელმა ექიმებმა ახალშობილ სიამის ტყუპებს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს. ერთ-ერთ მათგანს ტყუპ-პარაზიტს უწოდებდნენ, რადგან განუვითარებელი იყო - ემბრიონის ფორმაში დარჩენილი არსება ფეხების გარეშე იყო და ხელები ნახევრამდე ჰქონდა გაზრდილი. ის თავისი ძმის მუცელზე იყო მიკრული და მის სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიდა, სწორედ ამიტომ დააჩქარეს ქირურგებმა ოპერაცია:
"როდესაც ჩემი შვილები დავინახე, ძალიან შემეშინდა, ასეთი რამ აქამდე ნანახი არ მქონდა. ექიმებმა მითხრეს, რომ მხოლოდ ერთის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი, მეორე ტყუპი კი თავიდანვე განწირული იყო. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ბიჭი ნორმალური გაიზრდება და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრებს" - აცხადებს ტყუპების დედა.
ტყუპი პარაზიტი თავის ძმის მთავარი არტერიიდან იღებდა სისხლს და ამის წყალობით მოაღწია დაბადებამდე ცოცხალმა. განცალკევების შემდეგ განუვითარებელი ახალშობილი მალევე დაიღუპა, რადგან მთავარი მაცოცხლებელი ძალის გარეშე დარჩა.

კომენტარი