არასტანდარტული სილამაზე: plus-saize-ის მოდელმა Victoria’s Secret-ის გოგონების ანალოგი ფოტოები გადაიღო

სამოდელო ბიზნესი ყოველდღიურად უფრო და უფრო იცვლება. ჩნდება ახალი, უფრო მრავალფეროვანი სტანდარტები. შესაბამისად, ანორექსიამდე მისული მოდელები აღარ არიან ისეთი მოთხოვნადები, როგორც ეს აქამდე იყო, რადგან ახალი სტანდარტების მიხედვით, plus-saize გოგონები აქტუალურები ხდებიან.

ამჯერად, plus-saize-ის მოდელმა ტაბრია მეჯერსმა ბრუკლინიდან გადაწყვიტა სიგამხდრის მიმართ პროტესტი მეტად უჩვეულო საქციელით გამოეხატა. მან თავისი ფუმფულა ფორმები დაუპირისპირა გამხდარ სხეულს. Victoria’s Secret-ის კატალოგიდან ამოარჩია ფოტოები და ზუსტად ანალოგიური გადაიღო თვითონაც.

ტაბრიას თქმით, ამ პროტესტის მიზანი იყო სიმართლის თქმა, რომ მსუქან გოგონებსაც ისევე უხდებათ ინტიმური თეთრეული, როგორც გამხდრებს და ამის გამო კომპლექსი არ უნდა ჰქონდეთ პუტკუნებს.

კომენტარი