ეს დაუჯერებელი ამბავი საბჭოთა კავშირის დროს მოხდა - როგორ გადაარჩინა გოგონა გაუპატიურებას დაღუპულმა ძმამ?

უკრაინულ გამოცემაში დაიბეჭდა შუა ხნის ქალის წერილი. ის ერთ მეტად უცნაურ შემთხვევაზე წერს, რომელმაც მისი ცხოვრება და რელიგიის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. დრონი.ჯი ისტორიის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:

„არასდროს მჯეროდა ღმერთისა და მისტიკის. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდი იყო. უკრაინის ერთ-ერთ პროვინციაში ვცხოვრობდით და გაკვეთილების შემდეგ დედას ვეხმარებოდი ხოლმე. ოჯახში ოთხი ბავშვი ვიზრდებოდით და დედაჩემს ორ სამსახურში მუშაობა უწევდა, რათა მატერიალურად არ გაგვჭირვებოდა. რაც წამოვიზარდე და გავიაზრე, რამხელა ტვირთის ზიდვა უწევდა მას, ყოველთვის ვცდილობდი შემემსუბუქებინა მისთვის. დედას ერთ-ერთი საქმიანობა ფოსტისა და ჟურნალ-გაზეტების დარიგება იყო, ძალიან მძიმე ჩანთის ტარება უწევდა და მე ნახევარს ვართმევდი, ვინაწილებდი საქმეს.

ერთი ასეთი ჩვეულებრივი დღე კი ჩემს მეხსიერებაში ღრმად დაილექა. მან შეცვალა ჩემი შეხედულება ყველაფრის მიმართ. მაშინ მეშვიდე კლასში ვიყავი, სექტემბრის შუა პერიოდი იყო. ნელა მოვუყვებოდი ჩანთით ხელში ქუჩას, ჯერ კიდევ დარჩენილი იყო შიგნით წერილები. მოულოდნელად შავი ღრუბელი ჩამოწვა. ამ დროს კულტურის სახლთან ვიყავი, მივხვდი რომ წვიმას აპირებდა, რამდენიმე წვეთი დამეცა კიდეც. სასწრაფოდ შევირბინე შენობაში და ვიფიქრე, ძალიან გამიმართლა, რომ კარი ღია დამხვდა. თავსხმა წვიმა დაიწყო, ფანჯარასთან დავდექი და ვუყურებდი ცას. ჩემს ზურგს უკან ნაბიჯების ხმა გავიგე, მივიხედე და ახალგაზრდა მამაკაცი მიახლოვდებოდა, საშინელი მზერა ჰქონდა, ცოტათი შემეშინდა. რომ მოვიდა, ალკოჰოლის სუნი ვიგრძენი, მხარზე ხელი დამადო. შიში კიდევ უფრო მეტად მომემატა და გავშეშდი ადგილზე. როდესაც ჩემი ჩახუტება მოინდომა, ხელი ვკარი და ამან გააცეცხლა, ხელები დამიჭირა და უხეშად ეცადა მის მკლავებში მოვექციე. ფოსტის ჩანთა ძირს მოისროლა. ამ დროს შემოსასვლელი კარი გაიღო, 15 წლამდე უცნობი ბიჭი შემოვიდა და მე მომმართა - წვიმამ უკვე გადაიღო, რაღას ელოდები? გავიდეთ. ჩანთა აიღო, ხელი ჩამავლო და გამიყვანა, მოძალადე კი შეცბუნებული გვიყურებდა. გარეთ რომ გავედით, ისევ მომმართა - რისი გეშინია, მე ხომ აქ ვარ. შევხედე, დაბნეულობისგან გვიან გამახსენდა მადლობის გადახდა. მან ჩანთა გამომიწოდა, მე გამოვართვი და ჩქარი ნაბიჯით გავუყევი ქუჩას. რამდენიმე წამის შემდეგ გავიხედე უკან და იქ აღარ იდგა.

საღამოთი დედას მოვუყევი ყველაფერი. ძირითად აქცენტი მოძალადეზე მქონდა გადატანილი, დედა კი ჩემი მხსნელით უფრო დაინტერესდა, გამომკითხა როგორ გამოიყურებოდა, რა ეცვა... უცნობი რომ აღვუწერე, თვალებზე ცრემლები მოადგა და მითხრა, რომ ის ბიჭი ჩემი ღვიძლი ძმა იყო, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავდა და რომელიც ჩემს დაბადებამდე, სწრედ 15 წლის ასაკში გარდაიცვალა და სიკვდილის დღეს სწორედ ის სამოსი ეცვა, რომლითაც მე გამომეცხადა. დედამ მითხრა, რომ ჩემი ძმა ჩემს მფარველ ანგელოზად იქცა და მე დავიჯერე. არასდროს არაფრის მჯეროდა, მაგრამ მისი არსებობის დავიჯერე და მივხვდი, რომ არსებობს რაღაც ძალა, რაც ყოველთვის გვიცავს, არიან ადამიანები, რომლებიც სიკვდილის შემდეგ აგრძელებენ ცხოვრებას და ჩემი ძმა ამის ნათელი მაგალითი იყო“.

კომენტარი