„ჩემი ქალიშვილის მამა ჩემი ძმა აღმოჩნდა, მე კი ამის შესახებ არ ვიცოდი... ჩემ სიმართლეს სასამართლოში დავამტკიცებ“ - ემოციური ისტორია

ეს შემთხვევა საფრანგეთში მოხდა. 53 წლის ეივრი და 46 წლის როუზ-მარი სხვადასხვა ოჯახებში გაიზარდნენ, რომლებმაც ბავშვები პატარა ასაკში იშვილეს. 2006 წელს მათი გზები გადაიკვეთა და ერთმანეთი შეუყვარდათ. ძალიან მალე მათ ქალიშვილი შეეძინათ. ამ დროს მათ ოჯახს ოფიციალური სახე არ ჰქონდა ჯერ, ბავშვის დაბადების მოწმობის აღებისას კი გაირკვა, რომ პატარა ინცესტის ნაყოფი იყო - ეივრისა და როუზ-მარის საერთო დედა ჰყავდათ, რომელმაც ბავშვები სხვადასხვა ოჯახებში გააშვილა.

გამომდინარე იქიდან, რომ გოგონა და-ძმის საერთო შვილი იყო, კანონმდებლობა არ აღიარებს ორივე მშობელს, დაბადების მოწმობაში მხოლოდ მამა გააფორმეს ერთადერთ მეურვედ, როუზ-მარს კი ჩამოერთვა მშობლის სტატუსი, რადგან მეურვედ ირჩევენ მას, ვინც უკეთ უზრუნველყოფს ბავშვის საცხოვრებელ პირობებს.

მეუღლეები ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა როუზ-მარიმ გადაწყვიტა სასამართლოს მეშვეობით ებრძოლა ბავშვის მეურვეობისთვის, რადგან მათი ქალიშვილი დედასთან ცხოვრობს, მამა კი საკმაოდ გულგრილი გახდა შვილის მიმართ.

კომენტარი