სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ წაართვათ კაცი სხვა ქალს

დღეს ღირსეული, მითუმეტეს თავისუფალი კაცის პოვნა ძნელია. საერთოდ ყველა პერსპექტიულ ვარიანტს მომენტალურად "ითრევენ", მარტო რჩებიან ის კაცები, რომლებიც ან არავის არ სჭირდებათ, ან ისინი, ვისაც რაღაც მიზეზების გამო არავინ არ სჭირდებათ... როგორ მოიქცეს ასეთ შემთხვევაში გოგო, რომელსაც ბედნიერი პირადი ცხოვრების მოწყობა უნდა?

არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც მიგიყვანთ ბედნიერ ოჯახურ მყუდროებამდე. ერთნი მიყვებიან ცოლად პოლკოვნიკს, იმის იმედით, რომ მას გენერლად აქცევენ; მეორენი კი ირჩევენ რთულ გზას „ჭირვეული“ კაცის მორჯულებას; და მხოლოდ ცოტანი ცდილობენ წაართვან მათთვის მოსაწონი კაცი კონკურენტებს. არის კიდევ მეოთხე გზა — დარჩნენ მარტო, მაგრამ რადგან ამ სტატიას კითხულობთ ეს თქვენ არ გეხებათ.აბა ბედნიერების რომელ გზას ირჩევთ თქვენ?

თუ თქვენ მიზანში გყავთ ღირსეული კაცი, მაგრამ ის, როგორც შეეფერება კარგ კანდიდატს, უკვე დაკავებულია, თქვენ კი ზუსტად იცით, რომ გინდათ დახარჯოთ მაქსიმალური ძალისხმევა და წამოიყვანოთ ის სხვისგან, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

გადაწყვეტილების მიღება, წავართვათ კაცი სხვას, ეს ნიშნავს, რომ იმ გოგოსთან კარგი ურთიერთბა აღარ გექნებათ. ამიტომაც თუ „კონკურენტი“— თქვენი მეგობარია, დაფიქრდით, ნამდვილად ასე კარგია ეს კაცი, რომ მის გამო მეგობრობა გარისკოთ? მერე რომ არ იყოს მტანჯველი ტკივილი ჩადენილი შეცდომის გამო.

ასევე აუცილებელია გაიაზროთ, რომ მათი განშორების დანაშაული, თქვენს კისერზეა. თქვნ მზად ხართ აიტანოთ ემოციური ზეწოლა მისი ყოფილი შეყვარებულისგან? სანამ ვინმეს ურთიერთობებს დაანგრევთ, მნიშვნელოვანია აბსოლუტურად დარწმუნებული იყოთ თქვენს გადაწყვეტილებაში და თქვენს სურვილში იყოთ მასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრიც არ აქვს ამაზე ფიქრს. მოკლედ, თუ თქვენ მაინც გინდათ კონკურენტისთვის კაცის წართმევა, მაშინ იმოქმედეთ. ყველაფერი თქვენს ხელშია. თქვენ მხოლოდ თანმიმდევრობით უნდა მიყვეთ ქცევის სწორ სტრატეგიას, და საბოლოოდ ის თქვენი გახდება.

დასაწყისისთვის კონტაქტი სასურველ მამაკაცთან უნდა გახადოთ რეგულარული. დამეთანხმეთ, უცნაურად გამოიყურება იმის დაინტერესების მცდელობა, ვისთანაც ნახევარ წელიწადში ერთხელ საუბრობთ. მიულოცეთ დღესასწაულები, ზოგჯერ დაურეკეთ და მოიკითხეთ, გაიგეთ როგორ აქვს საქმეები. არ იყოთ ძალიან მიკრული. არ გაწელოთ საუბრები, დაურეკეთ მას, თითქოს ისე უბრალოდ. თქვენი მიზანი ამ ეტაპზე — ურთიერთობა გახადოთ განუყოფელ ნაწილად მის ცხოვრებაში, რომ როდესაც თქვენ დიდხანს არ გამოჩნდებით, მას მოენატროთ, დაფიქრდეს, როგორ გაქვთ საქმები.

მას შემდეგ, რაც კონტაქტი დალაგდება და კაცი ბოლომდე გენდობათ, დროა „გაიცნოთ (შეისწავლოთ) კონკურენტი“. გაიგოთ უფრო მეტი მათი ურთიერთობის შესახებ, რა მოსწონს მას გოგოებში და რისი ატანა არ შეუძლია, რა შეცდომებს უშვებს, მისი აზრით ახლანდელი შეყვარებული.

ზედმეტი არ იქნება თქვენი „მეგობრული“ სურვილი გაიცნოთ მისი შეყვარებული. ასე უფრო მეტს შეიტყობთ მის ნაკლოვანებებზე, რომლებზეც უნდა მიაქცევინოთ ყურადღება თქვენთვის სასურველ კაცს საუბრის დროს, ოღონდ ისე რომ რამე არ იეჭვოს. თავი აარიდეთ პირდაპირობას, იყავით ეშმაკური. შინაგანად უნდა შექმნათ სასიამოვნო, მეგობრული შთაბეჭდილება. ასევე თქვენთვის მისაღები და ხელშემწყობი იქნება, თუ თქვენი კონკურენტი მიგიხვდებათ ჩანაფიქრს. ეს მას ნერვებს მოუშლის და გამოიწვევს სიძულვილს. თქვენი ტაქტიკურობით და სირბილით ეს თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. თქვენ მის (კაცის) თვალში უნდა მიიღოთ უბედური, დაუცველი ქალის როლი, რომლის დაცვასაც ის აქტიურად დაიწყებს მისი აგრესიული შეყვარებულისგან. ეს ზუსტად ის არის რაც თქვენ აუცილებლად გჭირდებათ.


სასარგებლო იქნება მიიღოთ მხარდაჭერა მისი (კაცის) მეგობრებისგან. აბსოლუტურათ ზედმეტი იქნება მისი მეგობრებისთვის თქვენი მიზნების განდობა, შესაძლოა ხანდახან საერთო მეგობრის პირადი ცხოვრების განხილვასაც ქონდეს რეზულტატი. უკეთესი იქნება, თუ ინფორმაცია იმაზე, რომ ისინი ერთმანეთისთვის არ არიან შექმნილნი თქვენი მხრიდან არ გავრცელდება, ჯობია სხვას უბიძგოთ ამის თქმისკენ, ამით თქვენ შეძლებთ ზედაპირული ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას. გახსოვდთ, უთანხმოება არსებობს, ყველაზე ბედნიერ წყვილშიც კი. იყავით მის გვერდზე მძიმე სიტუაციაში, დაუჭირეთ მხარი და შემდეგში ის აუცილებლად თქვენთან მოვა ასეთ მომენტებში მხარდაჭერისა და რჩევისთვის. არ მიაწვეთ მას, არ დაატეხოთ თავს თქვენი გრძნობები, უბრალოდ იყავით ახლოს. გახდით მისთვის იდეალური გოგო: კეთილი, ალერსიანი, გამგები, იყავით მის შეყვარებულზე უკეთესი.

დამატებით მასთან გულიანი საუბრის დროს კარგად უნდა გამოიყურებოდეთ, მიხედეთ თქვენს გარეგნობას, მიეცით თავს ფლირტაობის უფლება, მასში ადრე თუ გვიან გაიღვიძებს არამხოლოდ მეგობრული გრძნობები. აქ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, თქვენი, კაცის შეგრძნების უნარზე. რადგან, ერთის მხრივ, აუცილებელია არ გახდეთ მისთვის საყვარელი, რომელთანაც ის დროის გასატარებლად და „ოჯახური პრობლემებიდან ყურადღების“ გადასატანად მივა, მეორეს მხრივ თქვენ შეიძლება მოეჩვენოთ ზედმეტად მიუწვდომელი. ბევრ კაცს აშინებს გადაჭარბებული სიგრილე და ისინი უარს ამბობენ მცდელობებზე. დაიკავეთ ოქროს შუალედი, ასევე იმედია, გახსოვთ, რომ სექსი იმაზე ბევრად უკეთესი და მრავალფეროვანი უნდა იყოს რაც მას თავის შეყვარებულთან აქვს, მაგრამ ან ნაბიჯის გადადგმას მანამ არ გირჩევთ სანამ დარწმუნებული არ იქნებით რომ მათ აქვთ სექსი და მოახლოვდა ის მომენტი როდესაც ამას შეუძლია ბევრი რამ შეცვალოს.

ცოტახნის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი ნამდვილი სახის გაცნობა, მაგრამ ეს დიდი სიფრთხილით უნდა გააკეთოთ, თორე უეჭველად გაიქცევა ის სხვა გოგოსთან. გახსოვდეთ: ცოტაა კაცის კონკურენტისთვის წართმევა, მნიშვნელოვანია მისი თქვენს გვერდზე გაჩერებაც. ზუსტად ამიტომ თქვენ ყოველთვის უნდა იყოთ მისთვის მოწოდების სიმაღლეზე, ის უნდა გხედავდეთ მხოლოდ თქვენ და არავის თქვენს გარდა. გახსოვდეთ, თქვენი კაცი განსაკუთრებულია, ნადირობა კი ასეთზე განუწყვეტლივ მიმდინარეობს. ასერომ, გახდეთ ბედნიერი თქვენს ძალებშია. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. თუ თქვენ მოგწონთ ვინმე და მზად ხათ მის მოსანადირებლად — საკმარისია მიყვეთ ქცევის სტრატეგიას და ძალიან მალე აღმოჩნდებით მის მკლავებში თბილი ჩახუტებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100