სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლინდსი ლოჰანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს (ფოტო) ...

აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.

როგორც ცნობილია ინცინდენტი კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-მონიკას ავტოდრომზე მოხდა. ლოჰანის ავტომობილი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.

განსაკუთრებით დაზარალდნენ ლოჰანის ავტომობილში მყოფი ადამიანები. როგორც ირკვევა მანქანაში ვარსკვლავთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და მათი ჯანმრთელობის შესახებ ჯერჯერობით არავითარი ცნობები არ ვრცელდება.

სამართალდამცავების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავარია სატვირთო ავტომობილის მძღოლმა გამოიწვია.

უკანასკნელი დროის მანძილზე ლოჰანი ყურადღების ცენტრში არა მისი კარიერული წინსვლის, არამედ სხვადასხვა სკანდალების გამო ხვდება. მაგალითად 2007 წელს სასამართლომ სამწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა რამდენიმეჯერ ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში ტარების გამო. 2010 წელს ლოს-ანჯელესის სასამართლომ ლოჰანს ასეთი განაჩენი გამოუტანა: მან რეგულარულად უნდა ჩააბაროს ანალიზები ალკოჰოლ და ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით. 2011 წელს კი სამკაულის მოპარვისთვის მას კვლავ პირობითი სასჯელი მიესაჯა, რომელიც საზოგადოების სამსახურში განვლო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100