მეგან მარკლის მამამ ქალიშვილის საკურთხეველთან მიცილებაზე უარი თქვა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ქორწილამდე სულ ცოტა დრო რჩება. შაბათს, 19 მაისს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მარადიული სიყვარულის ფიცს დადებენ ერთმანეთის წინაშე. არც ცხრება ინტერესი მომავალი პატარძლის გარშემო და ამას ემატება ისიც, რომ მეგანის ოჯახის წევრები ყოველ ფეხის ნაბიჯზე აოცებენ საზოგადოებას თავიანთი უცნაური მიდგომებით გარკვეული საკითხების მიმართ. ასე მაგალითად, ცოტა ხნის წინ საპატარძლოს მამამ უარი განაცხადა ქალიშვილის საკურთხეველთან მიცილებაზე. უფრო მეტიც - ის საერთოდ არ დაესწრება ქორწილს, ამის მიზეზად კი თავისი ოჯახის გარშემო საზოგადოების გამძაფრებულ ინტერესს ასახელებს და აცხადებს, რომ ცერემონიალზე უამრავ კითხვას დაუსვამენ მას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეგანის მამა ერთი კვირის წინ გამოეწერა საავადმყოფოდან, სადაც ის ინფარქტის დიაგნოზით იწვა. ჟურნალისტთა ნაწილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ეს ფაქტი შესაძლოა მის უარს უკავშირდებოდეს, რადგან ახლა მას ემოციურად მშვიდი გარემო ესაჭიროება.

კენსინგტონის სასახლეში ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ ეს მეგანის პირადი საქმეა და წინა საქორწინო პერიოდში ზედმეტი კითხვებით მისი განერვიულება არ ღირს.

კომენტარი