როდის დაიწყება „ჩცდ“ და რა სიახლეები იქნება სერიალში?

„ჩემი ცოლის დაქალებმა“ ერთი თვის წინ მეთორმეტე სეზონი დაასრულა. მაყურებელი ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელის. ყველას აინტერესებს როგორ განვითარდება სიუჟეტი და გამოჩნდებიან თუ არა სერიალში ახალი გმირები. როგორც ცნობილია „ჩცდ“ აპრილიდან ეთერს ისევ დაუბრუნდება. თუმცა, მანამდე, „დრონი.ჯი“ შეეცადა გაერკვია, რა სიახლეები შეიძლება იყოს სერიალში და „ბარბარეს“ როლის შემსრულებელს, მარიშკა ჯავახაძეს დაუკავშირდა.


როდის დაიწყება სერიალის ახალი სეზონი? შენს გმირს რა განვითარება ექნება?

- რამდენადაც ვიცი, აპრილში დაიწყება სერიალი. ჩემს გმირზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ჯერჯერობით, ბარბარე პარიზშია წასული და რა ელის მეც არ ვიცი.

გიორგი მახარაძე თუ დაბრუნდება სერიალში?

- ალბათ იცით, რომ გიორგი თავს კარგად გრძნობს, კარგი პასუხები აქვს. ქიმიის კურსი აღარ დაუნიშნეს და დიდი იმედი მაქვს, რომ დაბრუნდება. თუმცა, წინასწარ არ ვიცით რა იქნება. სცენარი გადაღებების პარალელურად იწერება და ამაზე საუბარი წინასწარ არ არის ხოლმე. იმედი მაქვს, რომ „ბარბარიკას“ გმირი საინტერსოდ განვითარდება და გაირკვევა, რომ ბავშვი მაქსიმესია, რადგანაც ბავშვს მამა სჭირდება.

იმაზე თუ გაქვთ ინფორმაცია, იქნებიან თუ არა ახალი პერსონაჟები სერიალში ან რომელიმე მსახიობი ხომ არ გამოაკლდება გადაღებებს?

- ჯერჯერობით ეგეც არ ვიცი, მაგრამ ყოველ სეზონზე ქეთი დევდარიანი პატარ- პატარა სურპრიზებს გვიკეთებს ხოლმე და ჩემი ვარაუდით, ახლაც იქნება სიახლე. არ მაქვს სცენარი წაკითხული. ჩემი გმირი თუ არ არის, იმ სცენარს არ ვკითხულობ, რომ უფრო ინტერესით ვუყურო ხოლმე სერიალს.

კომენტარი