ირაკლი მაქაცარიამ დედას სამ შვილიანი "საცოლე" გააცნო - ტელეწამყვანი შოკირებული დედისგან ურთიერთობის ნებართვას ითხოვს

"ხალასტიაკის" მეექვსე სეზონის მთავარი გმირი, პროდუსერი და "პრაიმშოუს" წამყვანი ირაკლი მაქაცარია უკრაინაში "ნატალია გარიპოვას შოუ"-ს სტუმარი იყო. 53 -წუთიანი გადაცემა მთლიანად ქართველ, ყველაზე სასურველ სასიძოს მიეძღვნა.

ტელეკომპანია СТБ-მა იუმორისტულ გადაცემაში ირაკლი თავად დაპატიჟა. შოუ ეთერში 10 მარტს, შაბათს საღამოს გავიდა, სადაც გადაცემის წამყვანმა და ირაკლიმ მცირე პორვოკაცია მოუწყვეს „პრაიმშოუს“ წამყვანის დედას.

ირაკლი მაქაცარია ეთერში, სკაიპით ესაუბრა დედას და მას „შესაძლო“ საცოლე გააცნო. თუ, რა ხუმრობას ჰქონდა ადგილი, რა გაურკვევლობაში აღმოჩნდა ირაკლის დედა და როგორ ჩაიარა 3 შვილიანი საცოლის გაცნობამ, ამას ნახავთ ვიდეოში, რომელსაც ჩვენთან იხილავთ.

კომენტარი