"გაატყავა კახა ბენდუქიძე, ათი ათასი ჰქონდა ხელფასი და ახლა ეს ლუზერი და თვითგამოცხადებული ჟურნალისტი.." - ნიკა გვარამია თამარ ჩერგოლეიშვილს უპირისპირდება

ნიკა გვარამია თამარ ჩერგოლეიშვილს უპირისპირდება. აი რას წერს გვარამია:

"ამ ისტერიულ ქალს უნდა შევუთანხმო ეტყობა, რა მიყვარს და რას ვყიდულობ. ყველას შევახსენებ, იმ პარტიის ჩათვლით, რომლის დედა დედოფალიცაა, რომ "ტვ ტაბულას" დირექტორი იყო, გაატყავა კახა ბენდუქიძე და არა მარტო ის, ათი ათასი ჰქონდა ხელფასი და 1%-იანი რეიტინგი ვერ დადო. და ბოლოს დახურა ეს წარუმატებელი პროექტი. მისი ყველა ჟურნალისტი (მოქმედი) ოფიციალური პარტმუშაკია (საწყენია, ძალიან ნიჭიერებიც არიან მათ შორის), ტაბულა - მემარჯვენე ასავალ-დასავალი გახდა და თვითონ - მარშალპრესის ვარსკვლავი. და ახლა ეს ლუზერი და თვითგამოცხადებული ჟურნალისტი ასწავლის რ2-ის უმაღლესი კლასის ჟურნალისტებს და პროდიუსერებს, ბალანსი როგორ დაიცვან და ნიუსი როგორ აკეთონ", - წერს გვარამია.

კომენტარი