სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგი ადამაშვილი სოლო კონცერტისთვის ემზადება

გიგი ადამაშვილი სოლო კონცერტისთვის ემზადება. ამის შესახებ მომღერლი საკუთარ ფეისბუქზე წერს და რეპეტიციიდან ვიდეოსაც აქვეყნებს.

რაც შეეხება კონცერტის დეტალებს ის 30 ივნისს, „თბილისის არტ-ჰოლში“ გაიმართება. პროგრამა მრავალფეროვანი იქნება და საათნახევრის განმავლობაში მომღერალი როგორც უცხოურ, ასევე ქართულ სიმღერებს შეასრულებს.

კონცერტის სპეციალური სტუმარი სოფო ნიჟარაძე იქნება, ვისთან ერთადაც მომღერალი დუეტს შეასრულებს. აკომპანიმენტს პიანისტი ლევან ჩხაიძე გაუწევს.

„თბილისი არტ ჰოლიდან“ მივიღეთ მოწვევა, რომ აქ გამეკეთებინა სოლო კონცერტი. სპეციალური სტუმარიგვეყოლება სოფო ნიჟარაძე, რომელიც იმღერებს კონცერტზე და ეს იქნება თავიდან ბოლომდე ცოცხალიშესრულება. აკომპანიმენტს ლევან ჩხაიძე გამიწევს, გიტარაზე თავად დავუკრავ და ვიმღერებ. ვფიქრობ, რომძალიან ლამაზი, სასიამოვნო და კარგი კონცერტი გამოვა, სადაც გაჟღერდება ყველა ის სიმღერა, რომელიცძალიან უყვარს მსმენელს“, - განაცხადა გიგი ადამაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100