სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯენიფერ ლოპესმა 42 წლის იუბილე მაიამის ერთ–ერთ რესტორანში აღნიშნა

მომღერალი ჯენიფერ ლოპესი 42 წლის გახდა. კიდევ ერთი წლის მომატება მის ხასიათს არ შეტყობია. მომღერალმა გადაწყვიტა საკუთარი იბილე ვიწრო წრეში გადაეხადა. საღამოს მოსაწყობად კი მაიამი შეარჩია. მისი 16 კაციანი „ამალა“ მაიამის ერთ–ერთ რესტორანში შეიკრიბა და მომღერალს შესანიშნავი საღამო მოუწყო.

ჯეი ლომ დასთან, დედასთან, მენეჯერთან, სტილისთან და მეგობრებთან ერთად მშვენიერი დრო გაატარა. ლოპესის ხასიათს არც მარკ ენტონთან დაშორება დატყობია. შეგახსნებეთ, რომ მომღერლების ოჯახმა დაშლის შესახებ განაცხადი რამდენიმე დღის წინ გააკეთა - მათ მეგობრებად დარჩენა გადაწყვიტეს და ყოველგვარი ისტერიკის გარეშე განქორწინების პროცესიც დაიწყეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100