სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სავაში" ქართული "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის წევრი იქნება

სავაშის როლის შემსრულებელი თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი ქართული ცეკვავენ ვარსკვლავების ჟიურის წევრად მოგვევლინება. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.

"ტელეკომპანია "იმედი" თურქული სერიალების და ცეკვავენ ვარსკვლავების მოყვარულებს ერთდროულად სიურპრიზს უმზადებს. მურატ ილდირიმი, თქვენთვის კი სავაშ ბალდარი უკვე თბილისშია. ხვალ ის ქართველი მოცეკვავე ვარკსკვლავების მოქნილობას შეაფასებს. როგორც ხვდებით სავაში ხვალინდელი მეგა-შოუს ჟიურის მეოთხე წევრი იქნება. შოუმდე ერთი დღით ადრე მურატ ილდირიმს ქრონიკის კორესპონდენტი სალომე შანშიაშვილი შეხვდა" - ნათქვამია ტელევიზიის მიერ გავრცელებუს განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100