14 დეკემბერს "ART FACE“-ის პირველი კლიპის პრემიერა გაიმართება - ჯგუფის სოლისტი კლიპის შესახებ დრონი.ჯი-სთან საუბრობს

ჯგუფი "ART FACE“ და მისი დამფუძნებელი და სოლისტი, მომღერალი გიორგი პაპკიაური მალე მაყურებლის წინაშე პირველი კლიპით წარდგება.


სიმღერის ტექსტი და მუსიკა თავად მომღერალს ეკუთვნის.

„სიმღერა შარშან დავწერე და წელს გადავწყვიტე სტუდიურად ჩამეწერა. სიმღერა რა თქმა უნდა სიყვარულზეა, მაგრამ არ არის ბანალური. ცოცხალი არანჟირებაა, რაც ნიუტონის დამსახურებაა. სიმღერა ბრავო-რექორდში ჩაიწერა... შემდეგ გადავიღეთ კლიპი, რომელიც არის მინიმალისტური, სადა და ცოტა მისტიურიც კი. ეს ჩემი "ART FACE-ს პირველი ნამუშევარია და იმედია მოწონებას დაიმსახურებს“- განაცხადა დრონი.ჯი-სთან საუბარში მუსიკოსმა.


რაც შეეხება სიმღერის პრემიერას, იგი 14 დეკემბერს მაგთი კლუბში 22:00 საათზე გაიმართება დაპარალელურად პრემიერა გადაცემა პროფილშიც შედგება.

კომენტარი