ეს ჩემი ბებერი ქალაქს რომ დაძვრება... ვითომა მკურნალობს?...თუ ნეტა რა ხდება??

ღრმად პატივცემულო, ნერვების ექიმო.
ამ ჩემს ბერიკაცზე მინდა შეგეკითხო,
ვეღარას ვაგონებ... დაყრუვდა საწყალი
ხომ არ მოგიგონავთ სიბერის წამალი.
ხან მუხლი აწუხებს, ხან წელი, ხან მხარი
ძველი ურემივით ჭრაჭუნებს საწყალი,
აღმართზე რომ ადის ქოშინებს ძალიან,
ვეღარ გამიგია ეს რიღას ბრალია...
ბოლო დროს რაღაცა, სკრელოზიც დასჩემდა,
ხან თებროს მეძახის ხან კიდევ გალიას...
ნეტაი ვიცოდე გალია ქალია?
თუ თავს მტრედს ადარებს, მე ჩიტის გალიას.
ბოლო დროს ქალაქში დაიწყო წანწალი...
რაღაცა ეჭვი მღრღნის არ ჰყავდეს წაწალი,
ან კიდევ რა ვიცი რაღა შეუძლია...
ჩემს ურგებ ქოთანსა... თავშიც ქვა უხლია,
ბოდიში გაწუხებ ბატონო ექიმო...
მაგრამ კიდევ ერთიც უნდა შეგეკითხო,
ეს ჩემი ბებერი ქალაქს რომ დაძვრება...
ვითომა მკურნალობს?...თუ ნეტა რა ხდება??....

კომენტარი