სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლექსი საკუთარ სურვილებთან მებრძოლ ქალებზე

უცნაურია ბუნება ქალის,
ნაზი სხეულის და სულის მიღმა
განრისხებული ურჩხული ბღავის
და მოღალატის სატევარს ისხამს...
უცნაურია ბუნება ქალის -
სურვილი კლავს და ის მაინც ურჩობს.
მწყურვალს, რომ თასით მიართვა წყალი,
მაინც წყურვილით სიკვდილი უჯობს
და მიქრის წლები თავთან ჭიდილში.
შემოღამების გაჩნდა ბინდები,
ღმერთიც რომ იყო ვერას გახდები -
შენს თავს, შენ თუ არ შეეჭიდები!
გავა დრო, გავა ატმების ხანა.
დაგიბერდება ხორცი და სული
და სინანულის დაგრჩება დაღად
განაწვალები ურჩობით გული.
განა რამდენი სურვილი გწადდა,
ერთი, ჰა ორი ღირდა ტკივილად
როგორც წვიმის დროს, სეტყვა, ან გვალვა
ისიც ხომ უცებ გადაივლიდა.
უცნაურია ბუნება ქალის,
ნაზი სხეულის და სულის მიღმა
განრისხებული ურჩხული ბღავის
და მოღალატის სატევარს ისხამს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100