სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთი-ჩეხეთი (4:1)

პირველი ნახევარი:

მატჩის დაწყებისთანავე რამდენიმე წუთის განმავლობაში უპირატესობა ჩეხების მხარეს იყო. თამაშის დარღვევის შედეგად მეხუთე წუთზე ჩეხების სასარგებლოდ კუთხური დაინიშნა, თუმცა კუთხური ჩეხებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა და ბურთს რუსეთის ნაკრები დაეუფლა.

მეათე წუთზე ჩეხების სასარგებლოდ დაინიშნა ჯარიმა, თუმცა პლაშირის მიერ ჩაწოდებული ბურთი ზუსტი არ გამოდგა.

მეთხუთმეტე წუთზე კი კერჟაკოვმა ჩეხეთის კარის მიმართულებით დაარტყა ბურთს, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა, განმეორებითი დარტყმა კი ძაგოევს ეკუთვნის, რომელმაც ანგარიში გახსნა. რუსეთი დაწინაურდა.

აღნიშნული გოლის შემდეგ რუსეთის ნაკრები უფრო მეტად გააქტიურდა და 24-ე წუთზე ანდრეი არაშვინის ჩაწოდების შედეგად რომან შიროკოვმა მეორე გოლიც გაიტანა.

45-ე წუთზე ჩეხების სასარგებლოდ კუთხური დაინიშნა, თუმცა აღნიშნულ სიტუაციას ჩეხებისთვის სარგებელი არ მოუტანია.

მთავარმა მწვრთნელმა პირველ ნახევარს ორი წუთი დაამატა. მაგრამ ეს ორი წუთიც ყოველგვარი ცვლილების გარეშე დასრულდა.

მეორე ნახევარი:

მატჩის მეორე ნახევრის დაწყებამდე ჩეხეთის ნაკრებში ცვლილება მოხდა. რეზეკე ჰუპშმანმა ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ მეორე ნახევარშიც უპირატესობა რუსების მხარეს იყო.

მიუხედავად ამისა, ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელებმა შეტევის წამოწყება მაინც მოახერხეს და 52-ე წუთზე პილარმა ნაკრების სასარგებლოდ რუსების კარში გოლი გაიტანა. ანგარიში 2:1 რუსეთის სასარგებლოდ.

აღნიშნული გოლის შემდეგ რუსები უფრო მეტად გააქტიურდნენ და უპირატესობა კვლავ მათ სასარგებლოდ იყო.

ამას მოჰყვა ჩეხების კონტრშეტევა, თუმცა მალაფეევმა კარგად ითამაშა და ბურთი აიღო. შემდეგ ჩეხეთის ნაკრებში პეტრჟელამ ჟირაჩეკი ჩაანაცვლა.

79-ე წუთზე კი ალან ძაგოევმა დუბლი შეასრულა და მან რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ მესამე გოლი გაიტანა. 81-ე წუთზე კი ჩეხეთის კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა, გოლის ავტორი რომან პავლიჩენკო გახლდათ. 4:1 რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ.

85-ე წუთზე ცვლილებები მოხდა რუსეთის ნაკრების რიგებში. ძაგოევი კოკორინმა ჩაანაცვლა. 86-ე წუთზე ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოედნიდან მილან ბაროში გაიყვანა და მის მაგივრად თამაშში საფატა ჩაერთო.

მატჩის მეორე ნახევარს მწვრთნელმა ორი წუთი დაამატა. აღნიშნული ორი წუთი ყოველგვარი ცვლილების გარეშე ამოიწურა და რუსეთის ნაკრებმა ჩეხეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

შედეგად რუსეთის ნაკრებმა 3 ქულა და თავის ჯგუფში ლიდერობაც მოიპოვა.

რუსეთის ნაკრები - 3 ქულა

პოლონეთის ნაკრები - 1 ქულა

საბერძნეთის ნაკრები - 1 ქულა

ჩეხეთის ნაკრები - 0 ქულა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100