მინდია გულუა საქართველოში ჩამოდის

რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი, პარტია "განახლებული საქართველოსთვის" მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუა საქართველოში ჩამოდის.

გულუა დღეს, დაახლოებით ორ საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვა.
გულუას ჩამოსვლის მიზეზებს პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ. მათი თქმით, კომენტარს ჩამოსვლის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან თავად გულუა გააკეთებს.
ამასთან, როგორც "განახლებული საქართველოსთვის" პრესსამსახურში აცხადებენ, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი საქართველოში დროებით ჩამოდის.

კომენტარი