სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმის ოდენობა იზრდება

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ პირველი ოქტომბრიდან თბილისის მეტროპოლიტენი საბარათე სისტემაზე გადავიდა და ტრადიციული ჟეტონის ნაცვლად ყველა მგზავრს პლასტიკური ბარათის გამოყენება მოუწევს.
დსფგკდფგკდფგ
მეტრომანის მიღება ყველა მსურველს ერთი თვის განმავლობაში უფასოდ შეეძლო, ახლა კი მისი ღირებულება ორი ლარია. Mმეტროპოლიტენის სალაროებთან ჯერ კიდევ დიდი რიგი დგას, ასეთივე მდგომარეობაა იმ აპარატებთან, სადაც მეტრომანის ბალანსის შევსებაა შესაძლებელი.
სიახლესთან შეგუება განსაკუთრებით ხანდაზმულ მოსახლეობას უჭირს, მათი უმრავლესობა კონსულტანტის დახმარების გარეშე ამ პროცედურას თავს ვერ ართმევს.
დსფგკდფგკ
საბარათე სისტემა ევროპაში აპრობირებული მეთოდია და მისი საქართველოში დანერგვა, თავისთავად, დადებითი მოვლენაა, თუმცა, ამას, სავარაუდოდ, მეტროპოლიტენის მოლარეების შემცირება მოჰყვება შედეგად.
მეტროპოლიტენის მომსახურებას, რამდენიმე წელია საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია, "მეტრო სერვის პლუსი" ახორციელებს. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს მეტროპოლიტენში ჟეტონების გაცემასა და პლასტიკურ ბარათებზე მუშაობს, აღნიშნული კომპანიის თანამშრომელია, თუმცა, როდემდე და რა ფორმით გაგრძელდება ეს თანამშრომლობა, დღემდე გაურკვეველია.
დსფგკდფგკ
როგორც მოლარეებთან გასაუბრების შემდეგ გავიგეთ, მათი უმრავლესობის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
დსფგკდფგკ
ნაწილი მიიჩნევს, რომ ისინი, შესაძლოა, კონსულტანტებად დაინიშნონ მეტროსადგურებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არსებულ აპარატებთან, თუმცა, რამდენად შეეხება ეს უკვე საშუალო ასაკის თანამშრომლებს, ეს არავინ იცის. მოლარეების შიშის ძირითად მიზეზსაც ეს წარმოადგენს.
დსფგკდფგკ
მეტროპოლიტენში გატარებული ცვლილებები დადებითად უნდა აისახოს ყვითელი ავტობუსების შემოსავლებზეც.
დსფგკდფგკ
მოგეხსენებათ ავტობუსის ბილეთის ასაღებად მონეტებია საჭირო და ხალხი ხშირად ხურდა ფულის არქონის გამო უბილეთოდ მგზავრობდა.
დსფგკდფგკ
საბარათე სისტემაზე გადასვლა კი ამ დისკომფორტსაც ააცილებს მგზავრს.
საქალაქო სამსახურში მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე მთავარი საკითხია, ყველა მოქალაქეს ჰქონდეს პლასტიკური ბარათი, ესეც არის იმის ერთერთი მიზეზი, რომ მეტროში ერთი ბარათიდან ორი ადამიანის მგზავრობის ღირებულების გადახდა დაუშვებელია, მიუხედავად თქვენი სურვილისა, გაიღოთ თანხა მეგობრისთვის.
ზოგადად, როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, მგზავრების ნახევარზე მეტი უფასოდ დადის. 2010 წელს უბილეთოდ მგზავრობისთვის მოქალაქეები 70 ათასჯერ დააჯარიმეს, ყოველდღიურად კი 500-მდე საჯარიმო ოქმი დგება.
დსფგკდფგკ
თუკი მოქალაქეებში უბილეთოდ მგზავრობის ტენდენცია გაგრძელდება, ამან, შესაძლოა, ყვითელი ავტობუსების გაკოტრება გამოიწვიოს, რადგან მათი შემოსავალი ძალიან დაბალია. თანაც გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ძირითადად, სოციალურად დაუცველი ფენა, სტუდენტები და მოსწავლეები დადიან, რომლებიც სახელმწიფო შეღავათს იყენებენ და 40 თეთრის ნაცვლად, 20 ან 10 თეთრს იხდიან.
დსფგკდფგკ
ჯერჯერობით, უბილეთოდ მგზავრობა 5 ლარით ჯარიმდება, თუმცა თუ სიტუაცია არ შეიცვლება, შესაძლოა, ჯარიმის ოდენობა გაიზარდოს და ეს გახდეს ერთ-ერთი იძულების მექანიზმი ბილეთის ასაღებად.
დსფგკდფგკ
წლევანდელი მონაცემებით, ჯარიმების სახით ბიუჯეტში 647 ათასი ლარი შევიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100