სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის ციდან მნათობმა „უცხოპლანეტელმა“ ისრაელის ცაზე გადაინაცვლა (ვიდეო)

ისრაელის ასობით მოქალაქემ გუშინ ერთხმად აღიარა, რომ ღამით, მზის ჩასვლის შემდეგ აკვირდებოდნენ რაღაც მნათობ ობიექტს, რომლის დანახვაც ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან იყო შესაძლებელი.

გაოგნებულმა მოქალაქეებმა სამართალდამცავ ორგანოებში რეკვა დაიწყეს და ისინი ყვებოდნენ თუ როგორ ბრუნავდა რაღაც მნათობი ობიექტი ცაზე.

ადამაინები ამ მფრინავ ობიექტს აღწერდნენ როგორც სფეროს, რომელსაც ჰქონდა კონუსის ფორმის კუდი. ობიექტი თავდაპირველად ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში შეამჩნიეს და შემდეგ ცნობები აღნიშნულ მფრინავ ობიექტზე მთელი ქვეყნიდან შემოდიოდა.

ისრაელის სამხედროები კი აღნიშნავენ, რომ იმ დროისათვის როცა ეს ობიექტი ცაზე გამოჩნდა, ქვეყანაში არავითარი სამხედრო ოპერაცია თუ წრთვნა არ მიმდინარეობდა და ეს ყოველივე შესაძლოა ბუნებრივი და ფენომენალური მოვლენა ყოფილიყო.

თავისხმრივ კი ისრაელის ასტროლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენელი, მეცნიერი უგალ პატ-ელი ამბობს, რომ ეს მოკაშკაშე ობიექტი შესაძლოა ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შედეგი ყოფილიყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100