სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საუბრები სერგო ფარაჯანოვის ხელოვნებაზე

19 მარტს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება საუბრები ფარაჯანოვის შემოქმედებაზე და მის ხელოვნებაზე დაფუძნებულ სხვადასხვა პროექტებზე. ფრანგი მოცეკვავე და ქორეოგრაფი მურად მერზუკი და ფრანგული თეატრალური კომპანიის Saté-âtre-ის დირექტორი, სატე ხაჩატრიანი ისაუბრებენ თუ როგორ შეიქმნა სპექტაკლი ბროწეულის ფერი, რომლის წარმოდგენაც 18 მარტს, რუსთაველის თეატრში შედგება.

ხელოვანები ისაუბრებენ სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებაზე, თუ რამხელა გავლენა აქვს მის ხედვას დღევანდელ სამყაროში. ისაუბრებენ როგორ იქმნებოდა ქორეოგრაფიული სპექტაკლი და რა გამოცდილება მიიღეს მათ ფარაჯანოვის უკვდავი ხელოვნების ინსპირაციულ პროექტზე მუშაობისას,

ქორეოგრაფიული სპექტაკლი აერთიანებს ტრადიციულ კავკასიურ ბგერებს, ხალხურ და ელექტრონული მუსიკას, რომელიც სერგო ფარაჯანოვის მხატვრულ მემკვიდრეობას ახალ პოეტურ შუქს სძენს.

სერგო ფარაჯანოვი მრავალი კინოპრემიის ლაურატი, კინორეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი იყო. მსოფლიო აღიარება სერგო ფარაჯანოვს ეწვია ისეთი საკულტო ფილმების შექმნის შემდეგ როგორებიცაა: „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1965) და „ბროწეულის ფერი“ (1969).

დისკუსიაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100